რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებით შეზღუდვის შესახებ, ინფორმაცია უწყების ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
კერძოდ, 15 აპრილიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან 1.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთის ექსპორტი აიკრძალება. 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სრულად იკრძალება რუსეთიდან მზესუმზირის ექსპორტიც.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მზესუმზირის ზეთის დეფიციტისა და ფასის ზრდის პრევენციისთვის მიიღო.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 76.7% რუსულია.