რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპასუხო რეაქციაა კრემლის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სანაცვლოდ.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან
რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება
მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს