რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც გაზით ვაჭრობის საკითხს არეგულირებს და „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის საფასურის გადახდას რუბლში ითვალისწინებს. კანონი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება