აშშ-ს ახალი სანქციების სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 120 ორგანიზაცია, მათ შორის „კგბ“და თავდაცვის საწარმოები

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან. შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნება აშშ-ის ფედერალურ რეგისტრის ვებგვერდზე 7 აპრილს იგეგმება. 

ახალი სანქციების სიაშია ბელორუსის „კგბ“ (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი), სპეცდანაყოფი „ალფა“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, სახელმწიფო საწარმო „ვარსკვლავი“, ცენტრალური აეროჰდროდინამიკური ინსტიტუტი და სხვა. 

დოკუმენტის თანახმად, ამ ორგანიზაციების საქმიანობა „ეწინააღმდეგება ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს, ან ქვეყნის შიდა პოლიტიკსა“.

მანამდე, „თეთრი სახლის“ წარმოამდგენელმა კეიტ ბედინგფილდმა განაცხადა, რომ სანქცირებული კომპანიები ვერ მიიღებენ „მოწინავე ამერიკულ ტექნოლოგიებს“ კიცენზიის გარეშე. 

აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. საპასუხოდ მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ლანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა ამერიკელ მაალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს