იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იტალია მზადაა უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს. ამის შესახებ La Repubblica წერს.
„იტალია ნონ-სტოპის რეჟიმში მუშაობს, რათა დასრულეს ეს კონფლიქტი სანქციების მეშვეობით და არასოდეს დათმობს დიპლომატიურ არხს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტია. ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთში მიღწეულ პროგრესს ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ. იტალიის მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტმა“, - განაცხადა იტალიელმა დიპლომატმა.
31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“