აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.