ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩებში ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. თანაგრძნობას გამოვხატავ მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – წერს მაკრონი.
ასევე წაიკითხეთ:
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ