Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკი Twitter-ის 9,2%-იან პასიურ წილს ფლობს. წილის ღირებულება პარასკევის დახურვის ფასით $2.89 მილიარდია.
გამოცემა წერს, რომ პრემარკეტულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა და აქციაზე $49 შეადგინა.
მასკი Twitter-ის ხშირი მომხმარებელია და პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ტვიტმა ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს ხელმძღვანელს პრობლემები შეუქმნა.
50 წლის მასკმა გასულ თვეში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ არა, მასკმა იკითხა არსებობს თუ არა ახალი პლატფორმის საჭიროება და დასძინა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს.
ასევე წაიკითხეთ