უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. პრეზიდენტი ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს.
„დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ ვართ ევროპაში, 21-ე საუკუნეში. გავაგრძელებთ ძალისხმევას დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ
UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.