გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში თავისი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები პირველად აღიარა. ამის შესახებ politico წერს.
„ჩემი ერთგულება Nord Stream 2 გაზსადენის მიმართ აშკარა შეცდომა იყო. ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა, რაზეც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ.
ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა მისი ქვეყნის საბოლოო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას მისი იმპერიული მანიის გამო - აქ მე, როგორც სხვები - შევცდით“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
22 თებერვალს გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზსადენი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს.
1207-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.
გაზსადენის მშენებლობა 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა.
ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.
ასევე წაიკითხეთ
Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან
რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება