კომპანია Twitter-ში აცხადებენ, წაშლიან იმ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს, სადაც ტყვეები არიან გამოსახული. ეს ეხება იმ ანგარიშებს, რომლებიც კავშირში არიან იმ მთავრობებთან და სახელმწიფოებთან. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, პირველ რიგში ეს ზომები რუსეთის ხელისუფლებაზე მოახდენს გავლენას, რადგან ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიებისას ან "აღმოჩენის" ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს დააზარალებს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ი ცენზურაში დაადანაშაულა. კერძოდ კომპანიამ ინგლისურენოვანი შეტყობინება დამალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე. სადაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური თეზისები იყო განთავსებული.