"აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინიმ განაცხადა. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
„თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო. საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“.
ამასთან, თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები.
გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება. თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.
ასევე წაიკითხეთ:
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს
ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ