რუსეთის მოქმედებები უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. რასაც ახლა ვხედავთ არის სისასტიკე, არის ომის მასშტაბები, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს და ეს უკიდურესი საშინელებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის საომარ ბუნებას, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემის ნაკლებობას და ასევე ადამიანის სიცოცხლის ძირითადი უფლებების პატივისცემის ნაკლებობას. ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი ახლა ფრონტის ხაზზეა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს
ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ