ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი: იმედი მაქვს, მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ოლქის დატოვებას

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ოლქის დატოვებას იქამდე, ვიდრე ეს უსაფრთხოა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მათივე ცნობით, რუსეთის ჯარი გადაჯგუფებისთვის და დონბასის მიმართულებით ახალი შეტევისთვის ემზადება.

„როგორც ხედავთ, რუსები ყოველთვის არ ასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს. მივმართავ ლუგანსკის რეგიონის ყველა მცხოვრებს - ევაკუაცია მოახდინოს, ვიდრე ეს უსაფრთხოა... სანამ არის ავტობუსები და მატარებლები - ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით“, - წერს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი Telegram-ზე.

ასევე წაიკითხეთ:

ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული