ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია

"უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენიმ განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას.

„მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე. დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ. ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე წაიკითხეთ:

ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული