საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს.
მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შედეგი.
„ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იგივე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგიისთვის.
ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.
ასევე წაიკითხეთ:
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს
ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ