ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 67 მოქალაქეს უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა.
ამგვარად, სასანქციო სიაში ავსტრალიას სულ 600-მდე პირი ჰყავს შეყვანილი.
ამასთან, ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს.
რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.
ასევე წაიკითხეთ:
რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს.
იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს
შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს