"რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია სასანქციო კოქტეილი, რომელსაც დაიმახსოვრებენ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
"რუსმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს რკინიგზის სადგურზე, რისი მოწმეებიც არსებობენ და არის ვიდეო, რომელიც ფაქტს ადასტურებს. ადამიანები საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ, როდესაც რუსეთმა მასზე დარტყმა განახორციელა.
რაში სჭირდებათ მათ ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების დარტყმა? რატომ გახდა მსოფლიო ამ სისასტიკის მოწმე ბუჩასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის არმიამ გაათავისუფლა?“ - იკითხა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ასევე წაიკითხეთ: