ლავროვი: ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა გახდეს, მას შემდეგ, რაც კიევი მის ნეიტრალურ სტატუსს დაადასტურებს.

„უკრაინის მოთხოვნით, მისი ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებით უნდა გამყარდეს. ბელორუსის რესპუბლიკა გარანტორ ქვეყნებს შორის აუცილებლად უნდა იყოს",  - თქვა ლავროვმა.

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 7 აპრილს განაცადა, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“.

7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა 

ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს