24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსეთის სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. როგორ ჩაანაცვლებს რუსულ ქვანახშირს? ამ თემაზე Eurotime მიმოხილვას გთავაზობთ.
ექსპერტების შეფასებით, რუსული ქვანახშირის ჩანაცვლება ევროკავშირისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. 2021 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტმა 69 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან გერმანიაზე 22,3 მილიონი ტონა მოდის.
ევროკავშირის სანქციები რუსეთისთვის - ორი მხარე
ვინაიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, ბლოკს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს სანქციების შემდეგ მიწოდების დეფიციტის შევსება.
„ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მოემზადონ ელექტროენერგიის მაღალი ფასებისთვის ამ წლის განმავლობაში, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი ქვანახშირზე დამოკიდებულ ქვეყნებში მთელ კონტინენტზე გავრცელდება კარგად დაკავშირებული ელექტრო ქსელების მეშვეობით“, - ნათქვამია Rystad Energy-ის შენიშვნაში.
Rystad Energy-ის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის ხელმძღვანელის კარლოს ტორეს დიასის თქმით, ევროკავშირის უახლესი სანქციები „ორლესული მახვილია“.
„რუსული ქვანახშირის ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს და ევროპის ენერგეტიკულ ბალანსში რუსული ნედლეულის მარტივი და ეკვივალენტური ჩანაცვლება არ არსებობს. ევროპელი მომხმარებლები, მსხვილი კომპანიებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული, უნდა ელოდონ მაღალ ფასებს 2022 წლის ბოლომდე, რადგან ქვანახშირი და გაზი საჭიროა კონტინენტის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,” - თქვა მან.
რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ნედლეულის ფასების ზრდისა და შეზღუდული მიწოდების ფონზე
API2 Rotterdam Coal Futures მონაცემებით, ევროპული ქვანახშირის ფასების საორიენტაციო მაჩვენებელმა, მაისის კონტრაქტებში ტონაზე $300-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო სამ კვირაში სანქციების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. Rystad Energy-მის შეფასებით, შეზღუდული ბაზრის გამო, საკმაოდ რთულია ქვანახშირის მიწოდების ალტერნატიული წყაროების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ თავიანთი პორტებისთვის მოქნილი მიწოდების წყაროების მოსაზიდად.
„საზღვაო თერმული ქვანახშირის მომწოდებლებმა უკვე ამოწურეს თავი ექსპორტის მოცულობების თვალსაზრისით. ამიტომ რუსეთში დეფიციტის შესავსებად ნახშირის რეალური დეფიციტია. აშშ შეიძლება იყოს ქვანახშირის პოტენციური ექსპორტიორი ევროპაში, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით„- ნათქვამია Rystad Energy ანგარიშში.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით, ქვანახშირის მსოფლიო მოპოვება ვერ ეწევა 2021 წლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, რაც გამოიწვევს მარაგების შემცირებასა და ფასების ზრდას.
ქვანახშირის მთლიანმა გლობალურმა წარმოებამ 2020 წელს - 7,560 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 7 889 მილიონი ტონა. ჩინეთში ქვანახშირის წარმოება 2021 წელს შეადგენდა 3 925 მილიონ ტონას, ინდოეთში 793 მილიონ ტონას, ინდონეზიაში 576 მილიონ ტონას და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ავსტრალიაში 470 მილიონ ტონას. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 528 მილიონი ტონაა, რუსეთში 429 მილიონი ტონა, ხოლო 329 მილიონი ტონა ევროკავშირზე მოდის.
„Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით ქვანახშირის წარმოება რუსეთში 2024 წელს 445 მილიონ ტონს მიაღწევს, 2024 წლისთვის მოსალოდნელია მოპოვების 44 მილიონი ტონით შემცირება. აშშ-ს და ევროკავშირში მოპოვება 82 მილიონი ტონით შემცირდება. ევროკომისიის ვებგვერდის მიხედვით, ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%-ი რუსეთზე მოდის.
თუმცა, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის ანალიზის მიხედვით, დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს თერმული ნახშირის იმპორტზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირი ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ს ნახშირისგან გამოიმუშავებს.
ევროკავშირში ქვანახშირის მოპოვების კლების ტენდენცია კლიმატის დაცვასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსული ქვანახშირის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გამოიწვია.
იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ ევროკავშირში 1990-იან წლებში ქვანახშირის მსხვილი იპორტიორები იყვნენ, რუსეთმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ სეგმენტში დეფიციტის შესავსებად. მონაცემები, რომელიც გამოცემა Anadolu-მ IEA-დან ( ენერგეტიკის ინფორმაციის მართვის ადმინისტრაცია, აშშ) მიიღო აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირში 262 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა, ზრდა 7%-ია.
ვინ არიან რუსული ქვანახშირის მსხვილი იმპორტიორები
2022 წლის 3 თვის მონაცემები:
ჩინეთი - 62,8 მილიონი ტონა;
ევროკავშირი - 69 მილიონი ტონა;
გერმანია - 22,3 მილიონი ტონა;
ნიდერლანდები - 15,8 მილიონი ტონა;
პოლონეთი - 9,1 მილიონი ტონა;
იტალია - 5,9 მილიონი ტონა;
ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით IEA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ინდონეზიას ქვანახშირის ექსპორტის მიმართულებით ყველზე მაღალი პოტენციალი აქვს. მოპოვებამ 2021 წელს 440 მილიონი ტონა შეადგინა. მეორეა ავსტრალია 376 მილიონი ტონა.
ექსპერტების შეფასებით, 2024 წლისთვის ინდონეზიაში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი 415 მილიონ ტონამდე დაეცემა, ხოლო ავსტალიაში ექსპორტი376 მილიონი ტონიდან 288 მილიონამდე შემცირდება. აშშ-ს საექსპორტო სიმძლავრე (ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე მეოთხე მოთამაშეა) 2021 წელს 80 მილიონი ტონა იყო. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 57 მილიონამდე შემცირდება. ასევე დაეცემა სამხრეთ აფრიკისა და კოლუმბიის საექსპორტო სიმძლავრე 63 მილიონი ტონიდან -54 მილიონამდე; კოლუმბია (72 მილიონი ტონიდან -58 მილიონამდე).
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქვანახშირის წილი მაღალია, მისი ჩანაცვლება მაინც შესაძლებელია.
„აღსანიშნავია, რომ გერმანიის „ქვანახშირის იმპორტიორთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ რუსული ქვანახშირი რამდენიმე თვეში ჩანაცვლდება. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ქვანახშირის ბუფერს უზრუნველყოფს ევროკავშირში გარდამავალ ეტაპზე. პორტები რუსეთის იმპორტს დაახლოებით სამი კვირა დაფარავს, მაგრამ ელექტროსადგურების საწყობებში მეტი ნედლეული უნდა დარჩეს“, - ნათქვამია IEA-ს ანალიზში.