გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა დღეს გამოუცხადა.