ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის უკანონო ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.