უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა ოპერატიული მიმართულება ორამდე შეამცირეს, მარიუპოლისა და დონბასის ჩრდილოეთის მიმართულებით.
„შაბათს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა წინ წასვლა ვერ მოახერხეს. რუსეთი სწრაფად კარგავს ავიაციას. და მას კარგავს ყოველდღე. რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შავი ზღვის აკვატორიაში, დაიწყეს საბორტო ნომრების გადაღებვა. ასე ცდილობენ ისინი დამალონ დანაკარგები“, - განაცხადა ბრიფინგზე ალექსი არესტოვიჩმა.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით