"უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ წიაღისეული საწვავის სრული ეტაპობრივი გაუქმება მოხდება, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობითა და გაზით. იმისათვის, რომ ეს ერთობლივად განხორციელდეს ევროკავშირში, ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა წიაღისეული საწვავზე სრულად უარის სათქმელად“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით