უკრაინას ლიეტუვის პრემიერი ინგრიდა სიმონეტე ეწვია. ინგრიდა სიმონეტე კიევის ოლქის ქალაქი ბოროდიანკაში ჩავიდა. მას მეგზურობას უკრაიელი კოლეგა დენის შმიგალი უწევდა.
საოკუპაციო ძალებისგან განადგურებული ქალაქის დათვალერების და სავალალო ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის მმართველობასთან მოლაპარაკებები გამართა და ოფიციალურ კიევს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას დაჰპირდა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.