The Guardian: რუსეთმა იარაღი ირანის კონტრაბანდული ქსელის მეშვეობით ერაყიდან მიიღო

რუსეთმა ერაყიდან იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინის ომისთვის ირანელი კონტრაბანდისტების დახმარებით მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემამ ამის შესახებ ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალებისა და რეგიონული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებისგან შეიტყო.

ირანმა რუსეთს გადასცა ირანული წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა და ასევე დაუბრუნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ЗРК С-300, რომელიც თეირანმა მანამდე მოსკოვისგან იყიდა, თქვა გაზეთის წყარომ, რომელიც დაეხმარა მხარეებს გადაზიდვის ორგანიზებაში.

26 მარტს, სახალხო მობილიზაციის ძალების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ერაყიდან ირანში ხელყუმბარები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადაიტანა. ირანელმა სამხედროებმა ტვირთი რუსეთში საზღვაო გზით გაგზავნეს, განუცხადა გამოცემას საზღვრის გავლით ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის მეთაურმა.

1-ელ აპრილს სახალხო მობილიზაციის ძალებმა ირანში გადაიტანეს ბრაზილიური წარმოების Astros II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. 

The Guardian-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ სამმა სატვირთო გემმა, [რომელსაც შეეძლო სამხედრო ტვირთის გადატანა,] კასპიის ზღვა გადაკვეთა ირანის ქალაქ ბენდერ  ენზელიდან რუსეთის ქალაქ ასტრახანამდე. ერთი გემი ირანის დროშით დაცურავდა, კიდევ ორი ​​- რუსეთის დროშით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის, [მათ შორის სამხედრო დანიშნულების საქონლის] გადასატანად, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება საქართველოს იყენებს. უწყების ცნობით, საქართველოს სპეცსამსახურებმა გასცეს განკარგულება, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთს სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა, უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდასაჭერად, ინფორმაცია უცხოურ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა. თეთრმა სახლმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები გააფრთხილა, იმ შედეგების შესახებ რაც რუსეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში დადგებოდა.

ჩინეთმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინმა ვაშინგტონი „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა. 

22 მარტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით