აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სამართალდამცველები იმ პირს ეძებენ, რომელმაც მეტროსადგურში ცეცხლი გახსნა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.