საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში: ბრუკლინის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს, თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

ბრუკლინის 36 ქუჩის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს. ნიუ-იორკის პოლიცია მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ავრცელებს.
 
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ.

ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ კაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.