რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს კუნძულმა ჯერსიმ $7 მილიონის აქტივები გაუყინა. აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა, ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა ის შენობა, რომელიც შესაძლოა ოლიგარქთან ყოფილიყო კავშირში.
მედიის ცნობით, $7 მილიარდი აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა.
კუნძულ ჯერსის ბრიტანეთის სამეფო მართავს და მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის მიმზიდველია და „საგადასახადო სამოთხედ“ მიიჩნევა.
დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News