აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი იმ 100 რუსული თვითმფრინავის მომსახურებას კრძალავს, რომლებიც ექსპორტის კონტროლის ზომებს აღვევენ. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იკრძალება თვითმფრინავებისთვის საწვავის შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. „ამ სერვისის დაშვების შემთხვევაში გათვალისწინებულია პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის უფლების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.
სანქცირებული თვითმფინავების სიაშია: Gulfstream G560, რომელსაც ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი იყენებს. დანარჩენი 99 თვითმფრინავი არის ბოინგი, რომელსაც რუსეთის ავიახაზები იყენებენ. მათგან 33 თვითმფრინავს იყენებდა Aeroflot-ი, ასევე Utair-ი (12), Nordwind-ი (14), Azur Air-ი (23), AirBridge Cargo (12) და Aviastar-TU (5).
„ამ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისით სარგებლობა უცხოეთში, ფაქტობრივად ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენები რუსეთიდან“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის