სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, როგორ იბრძვიან უკრაინელები რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
„სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, ფასეულობებმა ომზე უნდა გაიმარჯვოს, ევროპამ ეს ომი უნდა მოიგოს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ