საფრანგეთის საგარეო უწყება: ჩვენი საელჩო ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება

საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს გადაადგილება ძალიან მალე მოხდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა სფეროში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.


ასევე წაიკითხეთ:

ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით