ბენ ჰოჯესი: საქართველომ ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ეროვნული დებატები უნდა გამართოს

საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში.

_ვფიქრობ, დროა საქართველო იყოს ნატოს წევრი! თუმცა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვიტილება ნამდვილად სურს თუ არა ეს. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას და რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს.

ამავე დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოხატოს მდგრადი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისა და უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა კრემლმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ქვეყანა და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებს“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი.