Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, საუბრის დროს ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.

აშშ-ს ამ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია ჰყავს შეყვანილი. 


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს