კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს, – ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.
ამასთან, ნებიტოვის თქმით, 350-ზე მეტი ცხედარი ნაპოვნია ბუჩაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ: