„საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში.
„რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით?
ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე.
მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება.
რაც შეეხებაე.წ. „კასპიის პლატფორმას“, რომელსაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს - ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, და კრემლს, ირანთან ერთად, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ზეგავლენის ბერკეტებს სთავაზობს.
რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყოველივე ამან საქართველოს? ამავე დროს, ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან მდგრადი, სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირების წარუმატებლობასაც - გამოდის, ჩვენ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა აღმოვჩნდით“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.