უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ნავთობის ემბარგო შეიძლება იყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი.
„ევროკავშირი ასევე განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით Sberbank-სა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ანდრეი იერმაკმა.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა სანქციებით უკრაინაში კრემლის შეჭრის ომის გამო.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.