ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია: უბრალოდ ვუთხარი, მინდა, გაიგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას ქალაქ ბუჩაში იწვევს. ზელენსკის თქმით, მას სურს, ემანუელ მაკრონმა უშუალოდ ნახოს ის სისასტიკე, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს. ზელენსკი ამბობს, რომ ემანულ მაკრონს გასულ კვირას ესაუბრა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან  ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

  • „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ამავე თემაზე

მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან