უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჭრილია 362 ბავშვი.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმქედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა