რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი. წამების კამერებს აშენებენ. ისინი იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ნებისმიერს, ვინც ადგილობრივი თემებისთვის თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს