საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტი არ აქვს დაგეგმილი, განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონმა. მისივე თქმით, მაკრონი შესაძლოა, ჩავიდეს მოგვიანებით, მაგრამ ეს უნდა იყოს სასარგებლო ვიზიტი უკრაინისთვის.
„სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული. არავინ დაობს იმაზე, რომ უკრაინაში ხდებოდა მასობრივი მკვლელობები და სისასტიკე, რაც მეტყველებს ბარბაროსობაზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ გენოციდის ცნება მკაფიო საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგების მომტანია“, - განაცხადა კლემენტ ბონმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია.