ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს

საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ლე იუჩენმა ეს გარანტია, რუსეთის ელჩს ჩინეთში, ანდრეი დენისოვს ორშაბათს მისცა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.