საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოდან სულ $12.6მლნ-ს 4.1 მლნ ლიტრი ღვინო ექსპორტირდა.
ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია, თუმცა ღვინის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.7%-ითაა შემცირებული.
ტოპ ქვეყნებიქართული ღვინის იმპორტით (რაოდენობა და ბაზრის წილი):
- რუსეთი - $5.4მლნ - 1.9 მლნ ლიტრი (42.7%);
- პოლონეთი - $1.6მლნ - 593 ათასი ლიტრი (12.6%);
- ჩინეთი - $1.5მლნ - 456 ათასი ლიტრი (12%);
- ლატვია - $555ათასის -169 ათასი ლიტრი(4.4%);
- ყაზახეთი - $502ათასი- 158 ათასი ლიტრი(4%).