საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია.
საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ძირითადად სპილენძის მადნები გადის, მეორე ადგილს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი იკავებს.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:
1. ჩინეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 18,8% ;
2. აზერბაიჯანი - $125 მილიონი, მატება წინა წელთან 10.7%;
3 რუსეთი - $110 მილიონი, მატება წინა წელთან 9,4%;
4. თურქეთი - $99 მილიონი, მატება წინა წელთან 8,5%;
5. ბულგარეთი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 8,1%;
6. აშშ - $83 მილიონი, მატება წინა წელთან 7,1%;
7. სომხეთი - $75 მილიონი, მატება წინა წელთან 6,4%;
8. უკრაინა - $49 მილიონი, მატება წინა წელთან 4,2%;
9. უზბეკეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2,1% ;
10. ყაზახეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2%
11. დანარჩენი ქვეყნები – სულ - $267 მილიონი, მატება წინა წელთან 22,8%.