2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 71%-ით, 271 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად - 91%-ით არის გაზრდილი ფეროშენადნობების ექსპორტი და ის $160 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $271 მილიონი, მატება წინა წელთან 71%
2. ფეროშენადნობები - $160 მილიონი, მატება წინა წელთან 91%
3. მსუბუქი ავტომობილები - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 10%
4. აზოტოვანი სასუქები - $77 მილიონი, მატება წინა წელთან 167%
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $46 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
6. მინერალური და მტკნარი წყლები - $33 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
8. სპირტიანი სასმელები - $23 მილიონი, კლება წინა წელთან -23%
9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $22 მილიონი, მატება წინა წელთან 75%
10. ოქრო - $21.4 მილიონი, მატება წინა წელთან 26%.
სხვა დანარჩენი საქონელი - $396 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%.