თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამასთან, ამ დროისთვის, აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.