USAID-ის მიერ განხორციელებული ტრენინგი, რომელიც 200-მდე მოსამართლეს ჩაუტარდა, მოიცავდა როგორც ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსში არსებულ სამართლებრივ საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის შესაბამის ასპექტებს.
„ჩვენი ძალისხმევა საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა იანვარში დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ