უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ საინფორმაციოზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ალბერტის ტბაზე, უგანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, მოხდა.
ძლიერი ქარის შედეგად გემი, რომელზეც ხალხი იმყოფებოდა, ტბაში ჩაიძირა.
აშრაფ ორომოს თქმით, ბორტზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 21 ადამიანი გადარჩენა მოხერხდა.
საზღვაო ოფიცრის თქმით, ტბაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დართვევა და ამინდის სწრაფი ცვლილება გახდა.