Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტანს

ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოტანას გეგმავს, რომელიც აგრესორის თავდაცვის კომპლექსისა და ოლიგარქების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სანქციები რუსი სამხედროებისა და თავდაცვის კომპანიების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე რუსი ოლიგარქებისა და მათთან დაახლოებულ პირებთან მიმართებით.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ხელისუფლება მომავალ სანქციებს მედიასთან არ განიხილავს. ასევე განიხილება რიგ რუსულ საქონელზე გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა და უახლოეს კვირებში შესაძლებელია კრემლის პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების გაფართოება.


პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა კოორდინაციას უწევს G7-ის სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს. ევროკავშირმა ასევე უნდა გამოაცხადოს სანქციების მეექვსე რაუნდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ.

აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს.

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ.

24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. 


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა