ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს.

ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა.